ბექა ლილუაშვილი - პარტია როდესაც დარეგისტრირდება, ყველა დაინტერესებული მხარე დაინახავს, საიდან ფინანსდება
ბექა ლილუაშვილი - პარტია როდესაც დარეგისტრირდება, ყველა დაინტერესებული მხარე დაინახავს, საიდან ფინანსდება

არ ვაპირებ ჩაბმას იმ პოლიტიკური ბატალიების ნაწილში, რომელშიც ყველა მხარეს უნდა, რომ ჩაგვითრიოს. ამისთვის უბრალოდ დრო არ გვაქვს – ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეების შეფასებებია და ჩვენ ყოველთვის ამ შეფასებებიდან ამოვალთ. საქართველოს მოქალაქე დაინახავს გახარიასთან მიმართებით ვისი პროექტია. პირველ რიგში, ეს ქართველი ხალხის პროექტია. ამიტომ, არ ვაპირებ ჩაბმას იმ პოლიტიკური ბატალიების ნაწილში, რომელშიც ყველა მხარეს უნდა, რომ ჩაგვითრიოს. ამისთვის უბრალოდ დრო არ გვაქვს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია თითოეულ მის პოზიციაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმებს ახორციელებდა.

„გიორგი გახარიამ ისევე, როგორც თითოეულმა ჩვენგანმა ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლის დროს ვთქვით, რომ შევდივართ პოლიტიკურ პროცესში და გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან ის ამ პასუხისმგებლობას გრძნობს არსებული რეალობიდან გამომდინარე და ის ამ მოცემულობის ნაწილიც იყო. ნუ ცდილობთ პოლიტიკური შეფასების განზოგადებას, რომელიც გაკეთებული იყო კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში. ეს ეხებოდა კონკრეტულ საკითხს პანდემიურ პერიოდში თანხებთან დაკავშირებით და ეს არ იყო ზოგადი, ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების ნაწილი. რასაც არგუმენტად მოვიყვანთ, აუცილებლად გავითვალისწინოთ კონტექსტი. რეფორმების განხორციელება არ არის ერთი ხელის მოსმით, ტაშის კვრით გაკეთებული პროცესი. გიორგი გახარია სადაც იყო, თითოეულ მის პოზიციაზე აკეთებდა მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმებს. დაწყებული ბიზნესომბუდსმენობის პერიოდიდან დამთავრებული პრემიერ-მინისტრობის ეტაპამდე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება პარტიის დაფინანსების საკითხს, ამაზე საუბრისას ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრი სპეკულაციაა, თუმცა როდესაც პარტია დარეგისტრირდება, ყველა დაინტერესებული მხარე დაინახავს პარტია საიდან ფინანსდება პარტია.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით ბევრჯერ მოვისმინეთ სხვადასხვა სპეკულაცია. ერთნი გვაბრალებენ ივანიშვილის პროექტობას და მის დაფინანსებას. მეორე კეზერაშვილის დაფინანსებას გვაბრალებს. ეს პროცესი გამჭვირვალეა. როდესაც პარტია დარეგისტრირდება და ეს პროცესი დაიწყება სხვადასხვა შემოწირულობის სახით, ყველა დაინტერესებული მხარე დაინახავს პარტია საიდან ფინანსდება“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.