ბექა ლილუაშვილი - მერიის წარმოებაში არსებული 30 განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, დაუმთავრებელი მშენებლობების შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება
ბექა ლილუაშვილი - მერიის წარმოებაში არსებული 30 განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, დაუმთავრებელი მშენებლობების შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომლის განხორციელებაც თბილისის მერია 2019 წლის მაისიდან დაიწყო, ეს არის დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობის დროებითი ღონისძიებები, რომლის შედეგებიც ნათელია. დავამატებ, რომ იმ 30 განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს, დაახლოებით 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება, რომელიც დაზარალებულია დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდება.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, რადგან ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.