ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს
ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს

ცალსახაა, რომ ამ ორგანიზაციას არჩევნების დაკვირვების და შეფასების დიდი გამოცდილება აქვს, აუცილებელია, სამუშაო პროცესში ჩაერთოს, რათა მათი კომპეტენცია რეკომენდაციების შესრულებას უნდა მოხმარდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განუცხადა საქართველოს პირველ არხს ISFED-თან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

„ქართული ოცნების“ მხრიდან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში და უზრუნველყოფენ არჩევნების შეფასებასა და დაკვირვებას, მმართველი გუნდის მხრიდან მათი პროცესში არჩართვა იმაზე მიუთითებს, რომ დაიწყო ორგანიზაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესი, შემდგომ არჩევნებზე გაყალბების შესაძლებლობების გაზრდისთვის. ცალსახაა, რომ ამ ორგანიზაციას არჩევნების დაკვირვების და შეფასების დიდი გამოცდილება აქვს. აუცილებელია, სამუშაო პროცესში ჩაერთოს, რათა მათი კომპეტენცია რეკომენდაციების შესრულებას უნდა მოხმარდეს. ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.