ბექა ლილუაშვილი - ჩვენ და მმართველ გუნდს დეოლიგარქიზაციის არსი სხვადასხვაგვარად გვესმის, პრობლემა უკრაინული კანონის რედაქციით ვერ გადაიჭრება
ბექა ლილუაშვილი - ჩვენ და მმართველ გუნდს დეოლიგარქიზაციის არსი სხვადასხვაგვარად გვესმის, პრობლემა უკრაინული კანონის რედაქციით ვერ გადაიჭრება

ჩვენ და მმართველ გუნდს, როგორც აღმოჩნდა, დეოლიგარქიზაციის არსი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად გვესმის. უკრაინული კანონში წარმოდგენილი პრინციპები აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ პრობლემის მახასიათებლებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა უკრაინული კანონის რედაქციით ვერ გადაიჭრება.

„ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის პრობლემის წყაროა კონცენტრირებული ძალაუფლების არაფორმალურად გამოყენება, სახელმწიფო პოლიტიკის პროცესზე გავლენა. ამ პრობლემის მოგვარების გზა კანონის გზით კონკრეტული ადამიანებისთვის რაღაც იარლიყების მინიჭება არ არის. კანონის ფარგლებში შეიძლება, ისეთი ადამიანები მოხვდნენ, ვინც ოლიგარქები არანაირად არ არიან. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყვლადობა მაქსიმალურად შევამციროთ, დამოუკიდებელი გავხადოთ და ამ გზით სახელმწიფო ინსტიტუტები რაიმე გარე გავლენებისგან დავიცვათ. კანონი ასე დარჩება, დიდი ალბათობით, აქ მოხვდებიან ბიზნესმენები, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ აქვთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.