რაგბიში ჩელენჯ ქაფის მე-4 ტურში „ბორდომ“ „აჟენს“ უმასპინძლა და მეტოქე 33:6 დაამარცხა. მოგეხსენებათ „ბორდოს“ შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი, ლაშა ტაბიძე და ბექა გორგაძე ირიცხებიან. აღნიშნულ მატჩში გორგაძემ შეუცველად ითამაშა, ტაბიძე კი მოედანზე 53-ე წუთზე გამოვიდა. შეხვედრაში სტუმრებმა მხოლოდ ორი ჯარიმის გატანა მოახრეხეს, „ბორდომ“ კი მეტოქეს 5 უპასუხო ლელო გაუტანა, მათ შორის ერთი ბექა გორგაძის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „აჟენის“ რიგებში ითამაშა კიდევ ერთმა ერთმა ქართველმა მორაგბემ გიორგი თეთრაშვილმა, რომელიც მოედანზე მატჩის 53-ე წუთამდე იყო.
„ბორდოს“ ჩელენჯ ქაფზე 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ 17 ქულა აქვს და მე-3 ჯგუფში პირველ პოზიციას იკავებს.
ჩელენჯ ქაფის მატჩები იანვარში განახლდება. „ბორდო“ მორიგ მატჩს შოტლანდიური „ედინბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, „აჟენი“ კი ინგლისურ „უოსპსს“ დაუპირისპირდება, რომელშიც ქართველი პირველხაზელი ზურა ჟვანია თამაშობს.