რაგბი | ბექა გორგაძემ წლის ბოლო შეხვედრაში ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური პირველი დივიზიონის (TOP 14) მე-11 ტურის შეხვედრაში ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის „პო“ სტუმრად „ოიონაქსს“ შეხვდა.

გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. 32-ე წუთზე საქართველოს ნაკრების და „პოს“ მესამეხაზელმა ლელოს დადება მოახერხა, რომელიც ჯო სიმონდსმა ზუსტად გარდასახა და „პო“ დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ, 13:34 დამარცხდა.

გორგაძის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა გურამ პაპიძემაც მიიღო, რომელიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთო – იგი მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა.

TOP 14-ის ტურის დარჩენილი შეხვედრები 30 და 31 დეკემბერს გაიმართება.