რაგბი | გიგაშვილი და გორგაძე საფრანგეთის ჩემპიონატის თებერვლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT
რაგბი | გიგაშვილი და გორგაძე საფრანგეთის ჩემპიონატის თებერვლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) თებერვლის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა – რჩეულთა შორის „პოს“ მესამეხაზელი ბექა გორგაძე და „ტულონის“ შერკინების ბურჯი ბექა გიგაშვილი დაასახელეს.

„პომ“ თებერვალში სამი თამაში ჩაატარა (ორი მოიგო, ერთი წააგო), გორგაძე სამივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. თებერვალში სამივე მატჩი წააგო „ტულონმა“, გიგაშვილმა ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და „ბორდოსთან“ ლელოს დადება მოახერხა.

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტულონი“ 41 ქულით მეხუთე ადგილზეა, „პოს“ 40 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა.

გიგაშვილი და გორგაძე ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად პორტუგალიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 17 მარტს პარიზში გაიმართება. შეხვედრა თბილსის დროით 23:55 საათზე დაიწყება.