ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გახდა. ქართველმა ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტს ლამაზი გდებებით, ორი ვაზარით ​სძლია და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი მეორე სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მეოთხედფინალში გასასვლელად ბრაზილიელ გონსალვეშთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს კი ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე დაეუფლა.