ბექა ღვინიაშვილი ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

10:46, 29.08.2019

იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი გამოეთიშა.

ღვინიაშვილი მესამე წრეში ჰოლანდიელ იესპერ სმინკთან დამარცხდა.

ქართველი ძუდოისტი 90 კგ. წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

25 აგვისტოს, იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 149 ქვეყნის 860 ძიუდოისტი მონაწილეობს.

მსგავსი