ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) აგრძელებენ.
ღვინიაშვილმა მეოთხედფინალში ბერძენ ცელიდისს მოუგო და ნახევარფინალში სერბ ნემანია მაჟდოვს შეხვდება.
შეჯიბრზე რამდენიმე წუთის წინ ქართველმა მძიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში პორტუგალიელი ნუნიესი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ), გიორგი ბერიაშვილი (100კგ), ონისე სანებლიძე (100კგ) და უშანგი მარგიანი (90კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აბუ დაბის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.