ბექა ფერაძე - სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის გაგრძელების უფლება შემოწმებისთანავე ენიჭებათ, თუ ისინი ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იცავენ
ბექა ფერაძე - სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის გაგრძელების უფლება შემოწმებისთანავე ენიჭებათ, თუ ისინი ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იცავენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი​ალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება დაიწყო.

ფერაძის თქმით, სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის გაგრძელების უფლება შემოწმებისთანავე ენიჭებათ, თუ ისინი ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იცავენ

„დღეიდან დაიწყო უკვე სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებაც. ძალიან აქტიურ რეჟიმში რეგულირების სააგენტოსთან ერთად შრომის ინსპექცია შეამოწმებს კლინიკებს.  აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული მიდგომა, არათუ ველოდებით ეკონომიკის გახსნის პროცესს, არამედ შემოწმებისთანავე, თუ კომპანია ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იცავს, შემოწმებისთანავე მას მუშაობის გაგრძელების უფლება ენიჭება. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. სტომატოლოგიური კლინიკების რეგისტრაცია ხდება რეგულირების სააგენტოში და შემდეგ ჩვენ უკვე ერთობლივად ვამოწმებთ“,- განაცხადა ფერაძემ.