ბექა ფერაძე - სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის და თვითმფრინავით მგზავრობისთვის შემუშავებული რეგულაციების დარღვევის გამო, კომპანიები შესაძლოა, 100-დან 14 000 ლარამდე ფულადი თანხით დაჯარიმდნენ
ბექა ფერაძე - სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის და თვითმფრინავით მგზავრობისთვის შემუშავებული რეგულაციების დარღვევის გამო, კომპანიები შესაძლოა, 100-დან 14 000 ლარამდე ფულადი თანხით დაჯარიმდნენ

სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის და თვითმფრინავით მგზავრობისთვის შემუშავებული რეგულაციების დარღვევისთვის კომპანიები შესაძლოა, 100-დან 14 000 ლარამდე ფულადი თანხით დაჯარიმდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მისი სიმძიმიდან გამომდინარე კომპანიამ შეიძლება მიიღოს გაფრთხილება, დაეკისროს ფულადი სანქცია ან საერთოდ შეუწყდეს მუშაობის უფლება.

„ვმუშაობთ ახლა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონზე იყოს მიბმული სანქცირების მექანიზმი. ეს ალბათ მომავალ კვირაში უკვე იქნება უზრუნველყოფილი. შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია გაფრთხილება, ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება. ეს დამოკიდებული იქნება იმ სიმძიმეზე და დარღვევების რაოდენობაზე, რომელიც დაუფიქსირდება ამა თუ იმ კომპანიას. თუ მასობრივად იქნება დარღვევები და ნებისმიერი კომპანია არ მოახდენს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, შესაძლოა, გამოყენებული იქნას შეჩერების მექანიზმი. სხვა შემთხვევაში, თუ ერთეული დარღვევები იქნება, მიეცემათ მათ გაფრთხილება და გონივრული ვადა, რათა გამოასწორონ ესა თუ ის დარღვევა. სანქციების ოდენობა მობმული იქნება კომპანიის ბრუნვაზე და ეს მერყეობს 100-დან 14 000 ლარამდე” – განაცხადა ბექა ფერაძემ.