ბექა ფერაძე - პროტოკოლი, რომლის დაცვაც მოუწევთ სკოლებს, დეტალურად არის გაწერილი, თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის ქცევის წესები არის დადგენილი
ბექა ფერაძე - პროტოკოლი, რომლის დაცვაც მოუწევთ სკოლებს, დეტალურად არის გაწერილი, თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის ქცევის წესები არის დადგენილი

მზაობა არის, რესურსები არსებობს და ვიმედოვნებთ, საგანმანათლებლო პროცესი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, – ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, სკოლები საგანმანათლებლო პროცესს ხვალიდან განაახლებენ, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა. რაც შეეხება პროტოკოლს, თუ რისი დაცვა მოუწევთ მათ, ეს ძალიან დეტალურად არის გაწერილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. განათლების სამინისტროს აქტიური ჩართულობით თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის ქცევის წესები არის დადგენილი და დამატებით რა მოთხოვნებიც არის უკვე საგანმანათლებლო პროცესის მიმართ დადგენილი, არის ის, რომ ვალდებულნი არიან, ყოველ ორ კვირაში დაიტესტოს სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირი, არანაკლებ 20 პროცენტისა, თუმცა ეს უნდა იყოს მაქსიმალური მოცვით და არის სასურველია, 100-პროცენტიანი მოცვაც განხორციელდეს. მზაობა არის, რესურსები ამისთვის არსებობს და ვიმედოვნებთ, საგანმანათლებლო პროცესი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, სავაჭრო მოლებთან მიმართებით რეგულაციები რჩება უცვლელი, სიახლე შემოდის ტესტირების მიმართულებით.

„რაც შეეხება ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, ისევე, როგორც ნებისმიერი საგანმანათლებლო პროცესის განახლება, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და როგორც უკვე დაანონსდა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მსჯელობს გადაწყვეტილებებზე, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შეფასების მიხედვით, როცა ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება მაჩვენებელი, საბჭო მიიღებს თანმიმდევრულ გადაწყვეტილებას. ასევე, ფუნქციონირებას განაახლებს სავაჭრო მილები. გარდა ბაზრებისა, ბაზრები დაანონსებულია 15 თებერვლიდან. რაც შეეხება მილებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის რეგისტრირებული. რეგულაციები კვლავ რჩება უცვლელი, რა სიახლეც შემოდის, ეს არის კვლავ ტესტირება. რაც შეეხება პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, ჰიგიენის ნორმების დაცვას ეს კვლავ რჩება უცვლელი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი