ბექა ფერაძე - მივედით კრიტიკულ აუცილებლობამდე, გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები, ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის
ბექა ფერაძე - მივედით კრიტიკულ აუცილებლობამდე, გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები, ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის

მივედით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები, ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეპარტამენტს მონიტორინგისას სხვადასხვა უწყება დაეხმარება და ამიტომ, რესურსის მობილიზების პრობლემა არ იქნება.

„70-მდე ობიექტი მრავალგზის გაფრთხილების შემდგომ დაჯარიმდა. მივედით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები. ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჩვენი თვითმიზანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული. რაც შეეხება რესურს, წარმოდგენილია სხვადასხვა უწყებები და გვაქვს საკმარისი რესურსი რომ მოვიცვათ და შევამოწმოთ ის ობიექტები, სადაც ფიქსირდება ადამიანთა მასობრივი თავშეყრა. სამწუხაროდ, ვნახეთ რომ მასშტაბური, ხალხმრავალი ღონისძიებები იმართებოდა, სახელმწიფო მიესალმება, ზოგადად ადამიანების ქორწინებას, მაგრამ ახლა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდეს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები, რომელიც დაწესდა, ვიმედოვნებთ, რომ გამოსავალი იქნება“, – განაცხადა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი