ბექა ფერაძე განმარტავს, რომ პირველ აპრილამდე შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება შეზღუდვად რჩება
ბექა ფერაძე განმარტავს, რომ პირველ აპრილამდე შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება შეზღუდვად რჩება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, რომელი შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ხვალიდან იხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის დაწესებული გარკვეული შეზღუდვები.

„როგორც ვიცით, დღეის მდგომარეობით, შიდა სივრცეების ფუნქციონირება არის აკრძალული, ამიტომ 8 მარტიდან იხსნება. შაბათ-კვირის გარდა, მათი ფუნქციონირება დასაშვები იქნება“, – განაცხადა ფერაძემ.

ფერაძის თქმით, 8 მარტიდან ასევე მუშაობას განაახლებენ სამთო კორორტებზე არსებული საბაგიროები.

„სიახლე არის ისიც, რომ 8 მარტიდან ნებადართული გახდება საცალო საბითუმო ვაჭრობა ყოველ დღე, როგორც შაბათ კვირას, ისე სხვა დღეების განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძე განმარტავს, რომ აღსრულების ნაწილში სახელმწიფო საკმაოდ ეფექტიანად ახორციელებს და აგრძელებს მინიტორინგს.

„კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ გვაქვს დადებითი დინამიკა ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელივანია, შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა. ამიტომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს განვახორციელებთ. ორ კვირაში დაკვირვების შედეგად თუ გვექნება შემსუბუქების შესაძლებლობა, შაბათ-კვირის შეზღუდვებიც იქნება მოხსნილი.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირი არის დარღვევები, როცა სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რომელიც არის აკრძალული. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში თავშეყრა ხდება და ასეთ დროს დაყოვნების ხარისხი არის ძალიან დიდი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ამასთან, ბექა ფერაძე განმარტავს, რომ შიდა სივრცეებში პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ იზღუდება.

„მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.