ბექა ფერაძე - ბიზნესის წარმომადგენლების მიერ დაყენებული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან გააზრებულია, არ ველოდებით, რომ შაბათისთვის დაანონსებული აქცია ძალაში დარჩება
ბექა ფერაძე - ბიზნესის წარმომადგენლების მიერ დაყენებული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან გააზრებულია, არ ველოდებით, რომ შაბათისთვის დაანონსებული აქცია ძალაში დარჩება

შეზღუდვების დროზე ადრე შემსუბუქების შემდეგ, მთავრობას კანცელარიაში რესტორატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე იმოყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, შრომის ინსპენქციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი.

„რეალურად, პრობლემა არის, რომ გაწერილი გეგმა, რაც აუცილებელია ზოგადად ბიზნეისსთვის, თუ რა პროცესის მერე, რა შეიძლება, მოხდეს, ამ პროცეს ვერ ვიღებთ, რომ ჩვენ ჩვეულბრივად მინიმუმ ერთი თვე გაწერილად ვიცოდეთ, აი, ამ ვითარების შემდეგ მივიღებთ მეორე შეზღდუვების მოხსნას. ეს არის თვიდან ბოლომდე სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგების არაკომპეტენტურობის ბრალი. ისინი ვერ საზღვრავენ ციფრებს. პირობითად სამი, ოთხი, ხუთი პროცენტის შემდეგ ნაბიჯს ვერ საზღვრავენ, უყურებენ რომელი მხრიდან დაუბერავს ქარი, რომ შემდეგ რეაგირება შეძლონ. ეს ურთულესი სიტუაციაა.

რაც შეეხება სუბსიდირებას, ეს არის ორი თვის წინ გაწერილი, დღეს მეორე ქოლი ამუშავდება, სადაც იმ სუბსდირებაზე, რაზეც საუბარი გვქონდა, ჩვეულებრივად დამატებით მიიღებს ის ბენეფიციარები, რომლებიც დღემდე ვერ მოხვნდნენ ამ ქოლში. ეს ძალიან დიდი შეღევათია იმ რესტორნებისთვის, ვისაც აქვთ საბანკო ვალდებულებები“, – განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დირექტორმა ლევან ქოქიაშვილმაც. მისი თქმით, უამრავი რესტორანი არის თბილისში, რომელსაც გარე სივრცე არ აქვს და დღევანდელი გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ რაღაც ეტაპზე გახსნასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები გადავადდეს.

„ვცდილობთ, რომ გავერკვეთ ამ შემსუბუქებას რაიმე გეგმის მიხედვით აკეთებენ, თუ როგორ ხდება ამ გადწყვეტილებებს მიღება, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს პასუხები, რაც ჩვენ ისევ იგივე სიტუაციაში გვაგდებს, როგორშიც ვიყავით და დიდად არაფერს არ ცვლის. უამრავი რესტორანი არის თბილისში, რომელსაც უბრალოდ გარე სივრცე არ აქვს. სამწუხაროდ, ეს გადწყვეტილება ვერ გადაარჩენს ამ რესტორნებს, უბრალოდ არის გადაწყვეტილება იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე გადავადდეს ჩვენი მოთხოვნები“, – განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

ბიზნესის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხედრას დადებითად აფასებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. მისი თქმით, ბიზნესის მიერ დაყენებული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან გაზიარებულია. ამიტომ, როგორც ფერაძე ამბობს, არ ელოდებიან, რომ შაბათისთვის დაანონსებული აქცია, კვლავ ძალაში დარჩება.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესთან დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, ნაყოფიერი, ვინაიდან ყველა გამოწვევა იქნა გაზიარებული როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან. ჩვენ ვიმსჯელეთ აქტუალურ საკითხებზე და არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ შაბათს დაანონსებული აქცია, რომელიც მათი მხრიდან იყო გაჟღერებული, რაიმე ფორმით ძალაში იქნება. ვინაიდან მათ მიერ დაყენებული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან არის გაზიარებული. პირველ ეტაპზე ისინი გაიხსნებიან ღია სივრცეებში და ეტაპორივად, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოვახდენთ უკვე დამატებითი შემსუბუქების დაანონსებს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესის სესხების სუბსუდირების საკითხს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტა, რომ პროგრმაში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ყველა რესტორანი, რომელსაც გარკვეული სასესხო ვალდებულებები აქვს.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის სახელმწიფო პროგრამა სარესტორნო ბიზნესის სესხების სუბსუდირების, რომლის ასევე მეორე ეტაპი განაცხადების მიღების დღეს დაანონსდა და მნივნელოვნად გადაიხედა პროგრამა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს მოცვა მთელი კონტიგენდის და პროგრამაში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა რესტორანი, რომლებსაც გარკვეული სასესხო ვალდებულებები აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.