ბექა ფერაძე - ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება, მაგალითად ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე მიმდინარეობდა ქორწილი
ბექა ფერაძე - ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება, მაგალითად ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე მიმდინარეობდა ქორწილი

ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება, მაგალითად, ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე მიმდინარეობდა ქორწილი, – ამის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად მცირდება იმ ობიექტების სია, რომლებიც რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმდებიან.

„რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, სოციალური ღონისძიებების აქტიური მონიტორინგი განხორციელდა, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. მისასალმებელია, რომ ტენდენცია ზოგადად არის ნაკლები და ჩვენ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ნაკლები ობიექტის დაჯარიმება გვიწევს ამ მიმართულებით. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ აჭარის რეგიონში მოგვიხდა ექვსი სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება იმისთვის, რომ მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია ამ მიმართულებით 20 ბიზნეს სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, კვლავ განახორციელეს აკრძალული ღონისძიება. აქ გარკვეულწილად მოდიფიცირებას განიცდის და ხშირ შემთხვევაში მაინც ცდილობს სხვადასხვა ადამიანი, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სოციალური ღონისძიება, მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე ხორციელდებოდა ქორწილი, ან სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიები შეგვხვდა ამ პროცესში, რომელიც ბუნებრივია თვისებრივად შეფასებული იყო უწყებების მიერ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. აქ ბუნებრივია ჩვენ თვისობრივად ვაფასებთ იმიტომ, რომ აქ ქორწილი არ არის ამოსავალი წერტილი, ზოგადად სოციალურ ღონისძიებებს ახასიათებს მომატებული რისკი, რომელიც თქვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების წყარო გახდა მასშტაბურად“, – განაცხადა ფერაძემ.