ბექა ფერაძე აცხადებს, რომ აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული
ბექა ფერაძე აცხადებს, რომ აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

„საკოორდინაციო საბჭო აგრძელებს დაკვირვებას როგორც სექტორის მზადყოფნის მიმართულებით, ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. ამ ეტაპზე გრძელდება დაკვირვების პროცესი.

სექტორიც ეტაპობრივად გამოთქვამს მზადყოფნას და ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან. გადაწყვეტილება უკვე უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.