ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი განსაზღვრულ მოთხოვნებთან ადაპტირებას
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი განსაზღვრულ მოთხოვნებთან ადაპტირებას

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი მოთხოვნებთან ადაპტირებას.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია სპორტული დარბაზების წარმომადგენლებთან შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით.

ბექა ფერაძე განმარტავს, რომ მოთხოვნები ჯერ განსაზღვრული არ არის და ამ მიმართულებით მუშაობა ახლა მიმდინარეობს.

„გახსნის პროცესი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არიან ისინი მზად, რამდენად მარტივად შეძლებენ, ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ჩვენ მიერ იქნება განსაზღვრული. ბუნებრივია, ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის საშუალება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნები არ იყო განსაზღვრული, მოთხოვნებზე ახლა მიმდინარეობს სამუშაოები“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.