ბექა ფერაძე აცხადებს, რომ საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება
ბექა ფერაძე აცხადებს, რომ საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, ვინაიდან ერთ სივრცეში ხდება კონცენტრაცია, ბავშვები შესაძლოა, გახდნენ სხვადასხვა ოჯახში ინფექციის მიტანის საფუძველი.

„სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომ უნდა დაველოდოთ ეპიდსიტუაციას და ამის მიხედვით მოხდება გახსნა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.