ბექა ძამაშვილი - რუსეთის მხარისთვის უმჯობესია, რომ ყველა საკითხი ჯერ ჟენევის ფარგლებში მოლაპარაკების გზით გადაიჭრას და არა სასამართლოს წინაშე
ბექა ძამაშვილი - რუსეთის მხარისთვის უმჯობესია, რომ ყველა საკითხი ჯერ ჟენევის ფარგლებში მოლაპარაკების გზით გადაიჭრას და არა სასამართლოს წინაშე

პირველი არგუმენტი ჩვენთვის არის სტრასბურგის სასამართლოს უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ომის საქმეზე, სადაც დადგინდა დარღვევები. ახალი საქმე, რომელიც განგრძობად ოკუპაციას ეხება, არის მიმდინარე საქმე და შესაბამისად, რუსეთის მხარისთვის ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ მათთვის უმჯობესია, ყველა საკითხი ჯერ ჟენევის ფარგლებში მოლაპარაკების გზით გადაიჭრას და არა სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისთვის უმჯობესია, რომ საკითხები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადაიჭრას და არა სტრასბურგის სასამართლოში.

„თუ ისინი არ გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომ ჟენევის ფარგლებში გადაიჭრას საკითხები, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს ამ დარღვევებზე მსჯელობა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაგრძელებული საქმის განხილვა ჩვენთვის არის მყარი არგუმენტი, რომ მათზე ყველა მხრიდან ხდებოდეს სამართლებრივი ხასიათის რეაგირება და იყოს საფუძველი იმისა, რომ დროულად შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი ხვალ გაიმართება.