ბექა ძამაშვილი - დღეს თუ ვინმე ცდილობს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, არის მხოლოდ რუსული ნარატივი და მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
ბექა ძამაშვილი - დღეს თუ ვინმე ცდილობს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, არის მხოლოდ რუსული ნარატივი და მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე რუსეთი ცდილობდა, ემტკიცებინა, თითქოს საქართველომ დაბომბა ცხინვალი, მათ შორის კასეტური იარაღის გამოყენებით.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, წარადგინა მყარი მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები სრულად გაქარწყლდა.

ანასთან, ბექა ძამაშვილის შეფასებით, ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლის ომის დროს, ადამიანის უფლებებს არღვევდა რუსეთის ფედერაცია, ახლა, თუ ვინმე ცდილობს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, ეს მხოლოდ რუსული ნარატივის გაგრძელებაა.

„სტრასბურგის სასამართლოს წინაშე რუსეთი ცდილობდა, ემტკიცებინა, თითქოს საქართველომ დაბომბა ცხინვალი, მათ შორის კასეტური იარაღის გამოყენებით. საქართველოს მთავრობამ, რა თქმა უნდა, წარადგინა მყარი მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები სრულად გაქარწყლდა და ევროპული სასამართლოს მართლაც რომ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დადასტურდა, რომ თუკი ვინმე არღვევდა ადამიანის უფლებებს და თუ ვინმე სჩადიოდა დანაშაულს 2008 წლის ომის დროს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, ამ ყოველივეს შემდეგ, თუ ვინმე ცდილობს დღეს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, ეს მხოლოდ რუსული ნარატივის გაგრძელებაა და რა თქმა უნდა მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდონიანი მოსახლეობა არა“. მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.