ბექა დოჭვირი - სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, დარჩენილზე კი აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
ბექა დოჭვირი - სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, დარჩენილზე კი აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

დღეს ჩვენ განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც გაცემული იყო 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე; რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც შესრულებული არ არის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„ჩვენ ყოველდღიურად აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან და ვცდილობთ, მათი ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულოთ“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების ანგარიშის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი