ბექა დოჭვირი - საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა
ბექა დოჭვირი - საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე.

„დეკრეტშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მიმოსვლა წყდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

აგრეთვე, მინდა გაცნობით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით  ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.