ბექა დოჭვირი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია, რომელიც დეპუტატების წინაშეა წარდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოხატა
ბექა დოჭვირი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია, რომელიც დეპუტატების წინაშეა წარდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოხატა

დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, კანონის რედაქცია, რომელიც დღეს დეპუტატების წინაშეა წარდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული და მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება და ასახვა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ემატება 46-ე პრიმა მუხლი, აღნიშნული მუხლის თანახმად, შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს. დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ თვითონ კომისია იღებს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, ანუ გაფრთხილება და სამი სანქცია არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კომპანიამ ის მითითებები და ის დარღვევები გამოასწოროს, რომელიც მას ჩადენილი აქვს და არ ასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში ხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება.

როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებით მმართველს უფლებამოსილება შეუწყდება.

„დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში მოხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება. როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებითი მმართველი შეწყვეტს უფლებამოსილებას და ფუნქციონირებას. რედაქცია, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომელიც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული და მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება და ასახვა“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.