ბექა დავითულიანი - სიების კეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, სიებს აკეთებდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვის უნდა ემღერა საახალწლო კონცერტზე
ბექა დავითულიანი - სიების კეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, სიებს აკეთებდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვის უნდა ემღერა საახალწლო კონცერტზე

სიების კეთება ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. სიებს აკეთებდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ უნდა „გაეწეწათ“, ვის უნდა ემღერა საახალწლო კონცერტზე და ვის – არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიკურად გამოიყურება.

„არავის დაუანონსებია, რომ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი უნდა გაკეთდეს. მათ მიმართეს და პასუხი იყო, რომ თუ იგივე მტკიცებულებები და არგუმენტები იქნება, წარმოადგინეთ და ვიმუშავებთო. აქ ამბავი ატყდა და აჟიოტაჟი იყო, თითქოს საერთაშორისო პარტნიორები რაიმე სიაზე მუშაობენ. სიების კეთება ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. სიებს აკეთებდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ უნდა „გაეწეწათ“, ვის უნდა ემღერა საახალწლო კონცერტზე და ვის – არა. დღესაც ამ სიებს აკეთებენ, მაგრამ ახლა ძალიან კომიკურად გამოიყურებიან, რადგან ძალაუფლება აღარ აქვთ, რომ ეს ყველაფერი აკეთონ. ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო და ასე გააგრძელონ, ერთმანეთს ჩანაწერები უვრცელონ, როგორც მელიას გაუკეთეს. რა ჩიტს დაიჭერენ, თავად ნახავენ“, – განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.