ბექა დავითულიანი - პრეზიდენტის მხრიდან ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ რადიკალური ოპოზიციის შტაბის არაფორმალური უფროსი გახდება და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს
ბექა დავითულიანი - პრეზიდენტის მხრიდან ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ რადიკალური ოპოზიციის შტაბის არაფორმალური უფროსი გახდება და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს

პრეზიდენტის მხრიდან ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე დაარღვევს კონსტიტუციას, რაც სიახლე არ არის.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და პრაქტიკას აგრძელებს, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე აღარ არის და აღარავის გვიკვირს. კონსტიტუციას კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე დაარღვევს. პრეზიდენტის მხრიდან არაფრის მიმართ არავითარი მოლოდინი არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მხრიდან მაქვს, არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს, რადგან იცის, რომ ოპოზიცია არჩევნებს წააგებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.