ბექა დავითულიანი - პარტიებს კოალიციური ერთობის შექმნა ალბათ მოუწევთ, ხაბეიშვილის ლიდერობით ეს გაჭირდება, თუმცა წინასაარჩევნოდ რაღაც კოალიციებს ვნახავთ
ბექა დავითულიანი - პარტიებს კოალიციური ერთობის შექმნა ალბათ მოუწევთ, ხაბეიშვილის ლიდერობით ეს გაჭირდება, თუმცა წინასაარჩევნოდ რაღაც კოალიციებს ვნახავთ

ალბათ რომელიღაც პარტიებს კოალიციური ერთობის შექმნა მოუწევთ, ვფიქრობ, ხაბეიშვილის ლიდერობით ეს გაჭირდება, თუმცა წინასაარჩევნოდ რაღაც კოალიციებს ვნახავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ხაბეიშვილს აქვს სურვილი, რომ მის ქვეშ გააერთიანოს, მას ავტორიტეტი ამისთვის არ ჰყოფნის, ამიტომ იშველიებს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ბრენდს“.

„მგონია, რომ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მიუხედავად, მისი ლიდერობით გაჭირდება სერიოზული კოალიციის შექმნა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.