ბექა დავითულიანი - ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ვიღაცამ სცემოს და მიაღწია ამ მიზანს
ბექა დავითულიანი - ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ვიღაცამ სცემოს და მიაღწია ამ მიზანს

სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი, ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც წინ უძღოდა ასევე სამწუხარო ამბავი, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა მთელ უმრავლესობას იდიოტი და არაკაცი უწოდა. ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ერთმანეთს არც პიროვნული და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც დავითულიანმა განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმრავლესობის ყველა წევრს იდიოტი, არაკაცი და უნამუსო უწოდა.

„ლევან ხაბეიშვილმა თქვა სრულიად არასწორი რაღაცა, თითქოს დამლაგებლების ხელფასის მომატება შეგვიძლია ჩვენ და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნებათ შიგნით, ჩვენ ეს როგორ უნდა გავაკონტროლოთ არ ვიცი. ამას მოაყოლა მერე, რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის იდიოტი, არაკაცი და უნამუსო თუ რაღაც ესეთი, ფარჩაკი. ამაზე დღეს მიუბრუნდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა და უთხრა, რომ უნამუსო და ფარჩაკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველ რიგში ეს თვითონ იყო. ამას მოჰყვა მერე შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არავისთვის არ არის. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივისა და დედის გინების ადგილი. უბრალოდ დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხარისგან მოყვა მუშტი-კრივი, აი ამაშია საქმე. არც დედის გინების ადგილი უნდა იყოს, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფის. ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, რომ ეს გამოიწვიოს და ვიღაცამ სცემოს, სამწუხაროდ მიაღწია ამ მიზანს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დღეს დაპირისპირება მოხდა.