ბექა დავითულიანი - ოპოზიციას კალაძის მოსვლა საკრებულოში შოუსთვის უნდოდა
ბექა დავითულიანი - ოპოზიციას კალაძის მოსვლა საკრებულოში შოუსთვის უნდოდა

რიგგარეშე სხდომის მოწვევა და კახი კალაძის მოსვლა საკრებულოში, ოპოზიციას მეტი შოუს ელემენტებისთვის უნდოდა,- ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა. ბექა დავითულიანის თქმით, უმრავლესობამ გადაწტყვიტა “ვარკეთილის” მეტროში მომხდარის შესახებ არსებითად ემსჯელა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები არ განმეორდეს და
ოპოზიციას თუ უნდა, შეუძლია მივიდეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.

“იყო შემოთავაზება ერთი ოპოზიციური ჯგუფისგან, რომ ყოფილოყო რიგგარეშე სხდომა, მეორე ჯგუფი ფრაქციის ფორმატს ითხოვდა. შესაბამისად, უმრავლესობის ფორმატში გადაწყდა, მოგვეწვია ტრანსპორტისა და ურბანული კომისიების სხდომა, რომლებიც უშუალოდ არიან შეხებაში მეტროს საკითხთან. ამიტომ გადაწყდა სამუშაო და არა სანახაობრივ ფორმატში გამართულიყო შეხვედრა. ოპოზიცია ორივე ფრაქციაშია წარმოდგენილი და შესაბამისად, ამ ფორმატში კითხვების დასმის და ჩაღრმავების შესაძლებლობა უფრო მეტია“, – განაცხდა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს ოპოზიციამ დედაქალაქის მთავრობა მერთან ერთად დაიბარა და მოითხოვა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა. ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” აინტერესებთ, რატომ მოხდა შეკიდული ჭერის გაკეთება მეტროსადგურში ექსპერტების რეკომედაციის საპირისპიროდ და რა მიზეზით ჩამოშალა კონსტრუქცია.

საკრებულოს თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, “ვარკეთილის” მეტროსადგურში მომხდარის განხილვა კომისიების ფორმატში მოხდება. ამ შეხვედრას თბილისის მთავრობის წვრები არ დაეწრებიან. შეხვედრას სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და შესაძლოა, მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები დაეწრონ.
საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა 19:00 საათზეა ჩანიშნული.