ბექა დავითულიანი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ ქუჩიდან არაფერი გამოდის, ახლა სჭირდებათ ხელფასები, ცოტა ამოსუნთქვა, ამიტომ პარლამენტში შემოვლენ და დესტრუქციას შეეცდებიან
ბექა დავითულიანი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ ქუჩიდან არაფერი გამოდის, ახლა სჭირდებათ ხელფასები, ცოტა ამოსუნთქვა, ამიტომ პარლამენტში შემოვლენ და დესტრუქციას შეეცდებიან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ ქუჩიდან არაფერი გამოდის, ახლა სჭირდებათ ხელფასები, ცოტა ამოსუნთქვა, ამიტომ პარლამენტში შემოვლენ და დესტრუქციას შეეცდებიან, შემდეგ აქ არ გამოუვათ და გარეთ გავლენ, ვიქნებით ასე მხიარულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანმა ამ კომენტარით საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება შეაფასა.

„პარლამენტს სანდოობა თუ არ აქვს, პარლამენტში რას შემოდის ხატია დეკანოიძე, მაშინ იდგეს გარეთ. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს „გაყალბებულ“ პარლამენტში და ამის მონაწილე ხდება? – ჩამოყალიბდეს. მათი უბედურება ისაა, რომ ყველა მტერი ჰგონიათ, ვინც მათ ბანაკში არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, დესტრუქციას ყოველთვის შეეცდება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან. ვიდრე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს მტრის ბანაკებად დაინახავენ, მანამდე იქნებიან ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სისტემის მტრები“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.