ბექა დავითულიანი - მთელ სამყაროს უმტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, ვინც სანქციები დააწესა, ჩამოვიდა და თქვა, რომ საქართველო ძალიან კარგად მუშაობს
ბექა დავითულიანი - მთელ სამყაროს უმტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, ვინც სანქციები დააწესა, ჩამოვიდა და თქვა, რომ საქართველო ძალიან კარგად მუშაობს

უცნაურ მდგომარეობაში ვართ. დაახლოებით ერთი წელი ამ ქვეყნის მოქალაქეები – ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელ სამყაროს უმტკიცებდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. სანქციები ვინც დააწესა, ჩამოვიდა და თქვა, რომ საქართველო ძალიან კარგად მუშაობს, რათა რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა არ მიეცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის თბილისში გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

„ქართველების ინტერესში უნდა იყოს ქვეყნის დაცვა და ისინი ამბობენ, რომ საქართველო სანქციების პირობებს არ იცავს, ხოლო ვინც რუსეთს სანქციებს უწესებს, ამბობს, რომ საქართველო კარგად მუშაობს, რათა სანქციების რეჟიმი დაცული იყოს“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.