ბექა დავითულიანი - მთავარია, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდეს, ადამიანების რაოდენობას პოლიტიკურ თემად ნუ გადავაქცევთ, რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ
ბექა დავითულიანი - მთავარია, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდეს, ადამიანების რაოდენობას პოლიტიკურ თემად ნუ გადავაქცევთ, რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ

მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი ადამიანის მიდის, არამედ ის, რომ უკრაინაში ვიზიტით მიდის საპარლამენტო დელეგაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ეს დელეგაცია რაც უფრო წარმომადგენლობითი იქნება, არის უკეთესი, თუმცა ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევა და მისი ვიზიტია მთავარი. ამავე დროს, რაოდენობა, უსაფრთხოება და პროტოკოლი დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ იმაზე, რამდენად შეუძლია მასპინძელ მხარეს დიდი დელეგაციის მიღება.

გვინდა, არ გვინდა, რეალობას უნდა მოვერგოთ. მთავარია, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდეს. რისი საშუალებაც აქვთ, იმდენი უნდა წავიდეთ და ისე. ადამიანების რაოდენობას პოლიტიკურ თემად ნუ გადავაქცევთ. რაღაცნაირად, უნდა შევთანხმდეთ და ვიზიტი უნდა შედგეს. „ნაცი“, „ქოცი“ და უბედურება აღარ გვინდა“,- განაცხადა დავითულიანმა.