ბექა დავითულიანი - მიკერძოებული კვლევითაც კი, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ეს ნიშნავს, ვინც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, შანსი არ აქვს, პარლამენტში მეტად უკეთესი პროპორცია ჰქონდეს

მიკერძოებული კვლევითაც კი, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ვინც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, არავითარი შანსი არ აქვს, პარლამენტში მეტად უკეთესი პროპორცია ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს NDI-ის ბოლო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

„NDI-ის კვლევებს „სიარარსი“ ატარებს, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებული ორგანიზაცია არის კონკრეტული სუბიექტების მიმართ. აქედან გამომდინარე, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიმართ ყოველთვის ბევრი კითხვა არსებობს და ძალიან ხშირად ეს კვლევები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა, რის გამოც ეჭვი შეგვაქვს მის სანდოობაში. მიკერძოებული კვლევითაც კი, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, არავითარი შანსი არ აქვს, რომ პარლამენტში მეტად უკეთესი პროპორცია ჰქონდეს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.