ბექა დავითულიანი - მელიას და ქართული ოპოზიციის მიერ დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყოველი მიტინგების დაანონსების წინ ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს
ბექა დავითულიანი - მელიას და ქართული ოპოზიციის მიერ დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყოველი მიტინგების დაანონსების წინ ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს

მელიას და ქართული ოპოზიციის მიერ დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყოველ წელს, ყოველი მიტინგების დაანონსების წინ ამბობენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ქვეყანაში არის კრიზისი და ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ დღის წესრიგს ვერ აჰყვება.

ამასთან, როგორც ბექა დავითულიანი ამბობს, რადიკალიზაციას თუ ეცდებიან და ეს უკანონო ქმედებაში გადავა, შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

„ასე მგონია, რომ ზაზუნას დღეში ვცხოვრობთ. ნიკა მელიას და ქართული ოპოზიციის მიერ დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყოველ წელს ყოველი მიტინგების დაანონსების წინ ამბობენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ქვეყანაში არის კრიზისი და ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. შემდეგ მოდის ვადით, კანონით განსაზღვრული არჩევნები და ეს არჩევნები ტარდება. ნიკა მელია და მისი თანაგუნდელები აგებენ ამ არჩევნებს და თავიდან იწყებენ. ამ დღის წესრიგს მე ვერ გავყვები. თუ ეცდებიან რადიკალიზაციას, რისი დაანონსებაც ასევე სცადეს და ეს გადავა რაიმე უკანონო ქმედებაში, შესაბამისი შედეგი მოჰყვება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად. ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა.