ბექა დავითულიანი - „ლელო“ ხელისუფლებაში ვერ მოვა და ეს კარგად იცის მისმა ყველა ლიდერმა, მათ ჰკითხეთ, 6 პროცენტით ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ
ბექა დავითულიანი - „ლელო“ ხელისუფლებაში ვერ მოვა და ეს კარგად იცის მისმა ყველა ლიდერმა, მათ ჰკითხეთ, 6 პროცენტით ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, რეალურად, „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ აქვს.

დავითულიანის თქმით, „ლელო“ საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს.

„„Ლელოს“ აქვს არა ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, არამედ ჰყოფნის უტიფრობა, საკუთარი ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს ასეთი ამბიცია აქვს. „ლელო“ ხელისუფლებაში ვერ მოვა და ეს ძალიან კარგად იცის მისმა ყველა ლიდერმა. „მუსტანგის“ არ იყოს, როგორც ჩანს, მის პატრონსაც აუდუღა ტვინში რაღაცამ. „ლელოს“ აქვს საოცარი მათემატიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვაჩვენეს, რომ არ აქვთ რაღაც განსაკუთრებული უნარი მათემატიკისგან პოეზიის გაკეთების. 6 პროცენტით ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ, მათ უნდა ჰკითხოთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.