ბექა დავითულიანი - იქნება სტრუქტურული, სისტემური და საკადრო ცვლილებებიც
ბექა დავითულიანი - იქნება სტრუქტურული, სისტემური და საკადრო ცვლილებებიც

იქნება სტრუქტურული, სისტემური და საკადრო ცვლილებებიც, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომელიც მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.

მისივე თქმით, ყველა გუნდს სჭირდება განახლება და ახალი ენერგია.

„საკადრო წმენდა არასწორი ტერმინია, გადახალისება, განახლება, ახალი ენერგიის შეძენა კი ბატონო, პროცესი დაწყებულია და იქნება.

ყველა გუნდს სჭირდება განახლება და ახალი ენერგია. ამ ახალ ენერგიას, დიდი იმედი მაქვს, მალე შევიძენთ. იქნება სტრუქტურული, სისტემური და საკადრო ცვლილებებიც“,- განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინი ხალხის მხარდაჭერით აქვთ.

„შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.დედაქალაქის მერი უკვე დადის და ყველა რაიონში ხვდება აქტივს. შემდეგი ეტაპია, რომ დეპუტატები გადიან ქუჩაში და ესაუბრებიან ხალხს. დავალება იმას არ სჭირდება, რომ არჩევნებისთვის საჭიროა მობილიზება და ამ არჩევნებში დამაჯერებელი შედეგის ჩვენება.

არჩევნებში გამარჯვება ყველა ჩვენგანის მოლოდინია. მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინი ხალხის მხარდაჭერით გვაქვს. არ ვაპირებთ იმ მეთოდებით მოქმედებას, რა მეთოდებითაც მოქმედებდნენ ჩვენი წინამორბედები, ჩვენ ვაპირებთ დემონსტრაციულად გამარჯვებას დემოკრატიულ არჩევნებში“,- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.