ბექა დავითულიანი - გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას ჩანაწერებში სიახლე პრაქტიკულად არაფერი ყოფილა, დიდი ხანია, ვსაუბრობთ ოპოზიციის რევოლუციურ სცენარებზე
ბექა დავითულიანი - გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას ჩანაწერებში სიახლე პრაქტიკულად არაფერი ყოფილა, დიდი ხანია, ვსაუბრობთ ოპოზიციის რევოლუციურ სცენარებზე

გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას ჩანაწერებში სიახლე პრაქტიკულად არაფერი ყოფილა, ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ ოპოზიციის რევოლუციურ სცენარებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, გავრცელებულ ჩანაწერებში გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი საკმაოდ ფხიზლად და ობიექტურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას.

„ფხიზლად და ობიექტურად აფასებს „ქართული ოცნების“ რეალურ მდგომარეობას, ხალხის მხარდაჭერასა და დასავლეთის მხარდაჭერას „ქართული ოცნებისადმი“. თვითონვე ამბობენ ამ ჩანაწერში, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისთვის პერსონა ნონ-გრატა და დესტაბილიზაციის წყაროა საქართველოში, ხოლო „ქართული ოცნება“ თავისი განახლებული გუნდით არის დასავლეთის მხარდამჭერის მქონე სტაბილურობის გარანტი ქვეყნის განვითარებისთვის, ამას ამბობენ თავისი პირით“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.