ბექა დავითულიანი - ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“ პარლამენტში სიამოვნებით დაველოდებით
ბექა დავითულიანი - ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“ პარლამენტში სიამოვნებით დაველოდებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“ საკანონმდებლო ორგანოში სიამოვნებით დაელოდებიან.

„პარლამენტში სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“, – განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორის მოწოდებას, ფაქტის წინაშე დგანან და ჩართული აქვთ თვითდესტრუქციის რეჟიმი.

„მათთვის დამაზიანებელია ყოველი დღე, როცა პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ. იმედი მაქვს, ეს მოცემულობა მათ აზრს შეაცვლევინებს“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.