ბექა დავითულიანი - ივანიშვილს, სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით, განუზომლად მეტი წონა აქვს, ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, ვიდებატოთ, ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას ცდილობს
ბექა დავითულიანი - ივანიშვილს, სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით, განუზომლად მეტი წონა აქვს, ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, ვიდებატოთ, ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას ცდილობს

ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, დავსხდეთ და ღია სივრცეში ვიდებატოთ, ბიძინა ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას ცდილობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანს კითხვა დაუსვეს გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატები შესთავაზა. დავითულიანის თქმით, ივანიშვილს ეს არაფერში სჭირდება.

„ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ამ ქვეყანაში, სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს განუზომლად მეტი წონა. შესაბამისად, ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, რომ დავსხდეთ და ღია სივრცეში ვიდებატოთ, ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას. ეს არის მხოლოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ეს არაფერში სჭირდება. რატომ უნდა იდებატოს, ეს არ წარმომიდგენია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.