ბექა დავითულიანი - 27 ოქტომბრის აქციის სლოგანია, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, ეს გულისხმობს, რომ ჩვენს მხარდამჭერებში მუხტი გაიზარდოს და საზოგადოებამ დაინახოს, რამხელა მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს
ბექა დავითულიანი - 27 ოქტომბრის აქციის სლოგანია, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, ეს გულისხმობს, რომ ჩვენს მხარდამჭერებში მუხტი გაიზარდოს და საზოგადოებამ დაინახოს, რამხელა მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ 27 ოქტომბრის აქცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების წინ შემაჯამებელი ღონისძიებაა.

„ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა არჩევნების წინ აკეთებს შემაჯამებელ ღონისძიებას. ესეც არის მორიგი შემაჯამებელი ღონისძიება 2021 წლის არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით. ამ აქციის სლოგანია, რომ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ეს თავის თავში გულისხმობს იმასაც, რომ ერთი მხრივ, ჩვენს მხარდამჭერებში მუხტი და სტიმული გაიზარდოს, რათა ყველა მოქალაქემ, ვისაც აქვს ამის უფლება, მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მეორე მხრივ, ეს ღონისძიება ტარდება იმისთვისაც, რომ დაინახოს ქართულმა საზოგადოებამაც და მსოფლიოს საზოგადოებამაც რამხელა მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დატოვე კომენტარი