ბექა ბურჯანაძის 21 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ბექა ბურჯანაძემ. მისმა „ლეიმა კორუნამ“ მისავე ყოფილ კლუბს, „ანდორას“ უმასპინძლა და 91:104 დამარცხდა.

თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 25 წუთში 21 ქულა დააგროვა. მან 9-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულის გარდა ბექას ანგარიშზე იყო 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა.

„კორუნა“ 7 მოგებით მე-18 ადგილზეა და უკვე გადაწყვეტილია, რომ უმაღლეს ლიგას დატოვებს.