ბექა ბურჯანაძე კარიერას „გრანადაში“ განაგრძობს #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძე კარიერას „გრანადაში“ განაგრძობს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბექა ბურჯანაძე „კორუნიას“ დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ბექამ კორუნიელთა მიერ ისტორიული შედეგის მიღწევაში დიდი წვლილი შეიტანა – ჯერ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, შემდეგ ამავე გუნდის მაისურით გასული სეზონი ლიგა ენდესაში გაატარა.

ახალი სეზონის წინ ბექა ბურჯანაძემ კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. იგი „გრანადაში“ ითამაშებს. ისევე როგორც „კორუნია“, განვლილ სეზონში „გრანადაც“ ესპანეთის ტოპ ლიგაში გამოდიოდა, თუმცა ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა და „ოქროს ლიგაში“  გადაინაცვლა.

კლუბს გადაწყვეტილი აქვს, ახალ სეზონში კვლავ ლიგა ენდესაში დასაბრუნებლად იბრძოლოს დასწორედ ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს ბექა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ლატვიაშია და ევრობასკეტისთვის ემზადება.