ბექა ბასილაია - პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს
ბექა ბასილაია - პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს

პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული, ტელევიზიიდან გაიგო ადვოკატების მეშვეობით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია, თუმცა სააკაშვილი პროცესზე დასწრებას შეძლებდა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გართულებულია. ამ ვითარებაში საერთოდ მის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, თუ რა მონაკვეთი დარჩა, ამის თქმა ძალიან რთულია. მას უკვე დაეწყო შიმშილობისგან გამოწვეული ტკივილები, შინაგანი ორგანოების ტკივილები. ამავდროულად, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული, ტელევიზიიდან გაიგო ადვოკატების მეშვეობით. არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას პროცესზე. მიუხედავად დიდი ტკივილის და სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა პროცესზე. პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება. ამ პროცესზე ასევე აღკვეთის ღონისძიების გაუქმება უნდა მოხდეს და დღესვე მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება. პენიტენციური სამსახური უბრალოდ დუმს. მეტიც, პასუხი არ აქვთ, რატომ არ გააცნეს სასამართლო მოთხოვნა სააკაშვილს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.