ბექა ბასილაია - სპეცრაზმელებო, პოლიციელებო, იმოქმედეთ გონივრულად, ამ ძალადობისთვის მოგეთხოვებათ
ბექა ბასილაია - სპეცრაზმელებო, პოლიციელებო, იმოქმედეთ გონივრულად, ამ ძალადობისთვის მოგეთხოვებათ

პ​ოლიციელებო, სპეცრაზმელებო, იმოქმედეთ გონივრულად, ამ ძალადობისთვის ხვალ, ზეგ, მაზეგ მოგეთხოვებათ, – ამის შესახებ აქციის მონაწილემ, ბექა ბასილაიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდებარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, არავის შერჩება ხალხზე ძალადობა.

„ჩვენ აქ ვართ, ვერც წყალი, ვერც გაზი ქართველი ხალხის ნებას ვერ დათრგუნავს, პოლიციელებო, სპეცრაზმელებო, იმოქმედეთ გონივრულად, მე არ გეტყვით, რომ იმოქმედოთ პატრიოტულად, რადგან პატრიოტიზმის ნატამალი თქვენში არ არის, მაგრამ იმოქმედეთ რაციონალურად, ამ ძალადობისთვის ხვალ, ზეგ, მაზეგ მოგეთხოვებათ. არავის შერჩება ხალხზე ძალადობა. ჩვენ ვიდგებით მტკიცედ, ვიქნებით მშვიდად, რადგან ჩვენშია სიმართლე და ეს სიმართლე მოგვცემს ძალას გამარჯვებისთვის. დღეს აქ წყლის ჭავლში ასობით ადამიანი მოყვა, მათ შორის მეც, მაგრამ ყველანი ისევ აქ ვართ, აქ ვიქნებით, ვიდრე არ დავიბრუნებთ ჩვენს არჩევანს, რომელსაც ელოდებიან ქართველი ემიგრანტები, რათა მშვიდ, ნორმალურ ქვეყანაში დაბრუნდნენ, არჩევანს, რომელსაც ელოდებიან ჩვენი ჯარისკაცები, რომ ნორმალური მთავარსარდალი ეღირსოთ. არჩევანს იმისთვის, რომელსაც 50 ლარად გაყიდული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები ელიან, რომ ასეთი უღირსობა და დამცირება არავინ აკადრონ. ჩვენ აქ ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი ხმებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მივა ბოლომდე, მივა გამარჯვებით და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დატოვებს და გაიზიარებს ასლან აბაშიძის ბედს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დატოვე კომენტარი