ბექა ბასილაია აცხადებს, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნა
ბექა ბასილაია აცხადებს, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნა

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება არ მიეცეს.

ბასილაიას თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინია.

მისივე ინფორმაციით, საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნა.

„საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარუდგინეს, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში საქმე არ წაუღიათ. ხვალ ჩანიშნეს ეს პროცესი და ეცდებიან, კვლავ მიზეზად მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან სააკაშვილის მოყვანას“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.