ბექა ბასილაია - სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, ცურვისას, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და მზად არის, ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი ჟურნალისტების თანდასწრებით ჩააბაროს
ბექა ბასილაია - სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, ცურვისას, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და მზად არის, ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი ჟურნალისტების თანდასწრებით ჩააბაროს

წლების განმავლობაში და დაკავებამდეც გვინახავს სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას, თხილამურებზე. ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების, ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი – დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკებიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ამასთან, ბასილაია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სთავაზობს, რომ ნარკოტესტი თვითონაც გაიკეთოს.

„ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“ – მან კანცელარიაში მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს, მოვისმენთ. რაც შეეხება უფრო მნიშვნელოვან საკითხს, ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ მიშა საქართველოში შემოვიდა არეულობისთვის – ეს არის ამ ხელისუფლების აგონიის დადასტურება. მიშა საქართველოში ნამდვილად შემოვიდა დემოკრატიული მეთოდებით ჩვენი მოსახლეობის მხარდასაჭერად საიმისოდ, რომ ეს პრორუსული ხელისუფლება დემოკრატიული გზებით იქნება შეცვლილი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ეს არ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება მიშას წინააღმდეგ. ქართული საზოგადოება გადაწყვეტს ხელისუფლების ცვლილების საკითხს. მიშა, როგორც ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანს. მიშა ძალიან მხნედ არის – როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. შიმშილობას აგრძელებს და მისი ეს პრინციპული გადაწყვეტილება უფრო მეტ ძალას სძენს“, – განაცხადა ბასილაიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილს ავრცელებს.