ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის ანალიზების მონაცემები ძალიან შემაშფოთებელია
ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის ანალიზების მონაცემები ძალიან შემაშფოთებელია

ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მაჩვენებელი არის უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსის და წნევის ამბავი დღითიდღე რთულდება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გართულდა.

„ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებული ასევე კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია. გუშინ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა, პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში, რამდენადაც ამას ითხოვს კონსილიუმის გადაწყვეტილება, რეკომენდაცია. სახალხო დამცველის დასკვნა მოვისმინეთ, კონსილიუმის ვიზიტები უნდა გახშირდესო,  ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის საგანგაშო“, – განაცხადა ბასილაიამ.