ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობაში საწვავი გაძვირდა
ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობაში საწვავი გაძვირდა

ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობაში საწვავი გაძვირდა. ფასის ცვლილება რიგ შემთხვევაში 10 თეთრს აღწევს.
„სოკარ ჯორჯიას“ ქსელში გაძვირებულია ყველა სახის საწვავი, LPG თხევადი გაზის გარდა.

მაგალითად, ნანო პრემიუმის ფასი 8 თეთრით, 2.47 ლარამდეა მომატებული, ნანო ევრო რეგულარის ღირებულება კი 9 თეთრით, 2.23 ლარამდე გაიზარდა.

გაძვირებულია CNG ბუნებრივი აირიც და 1.44 ლარის ნაცვლად ახლა 1.52 ლარი ღირს.

„ვისოლის“ ქსელში ეკო დიზელის და ევრო დიზელის ფასი 2 თეთრით, დიზელ ენერჯის კი 2 თეთრით გაიზარდა.

„გალფის“ ქსელში გაზი 10 თეთრით გაძვირდა და 1.55 ლარი ღირს, 6 თეთრითაა მომატებული G-Force პრემიუმის, G-Force ევრო რეგულარის, ევრო რეგულარის, G-Force ევრო დიზელისა და ევრო დიზელის ფასი.

„ლუკოილის“ ქსელში ევრო დიზელის, ევრო რეგულარის, პრემიუმ ავანგარდისა და ევრო სუპერის ფასი 6 თეთრით გაიზარდა, სუპერ ecto 100-ის კი 2 თეთრით.
განახლებული ფასები უკვე ასახულია კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდზებზე.