ბენქსის ნახატი „გოგონა ბუშტით“, რომელიც აუქციონის დროს განადგურდა, 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
ბენქსის ნახატი „გოგონა ბუშტით“, რომელიც აუქციონის დროს განადგურდა, 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბენქსის ნახატი „გოგონა ბუშტით“, რომელიც აუქციონის დროს განადგურდა, 1,4 მილიონ დოლარად შეიძინეს. აუქციონის სახლის, Sotheby’s ცნობით, მყიდველმა რომელმაც ნახატი შეიძინა მასზე უარი აღარ თქვა.

მყიდველი ევროპელი კოლექციონერია, თუმცა მისი სახელი არ საჯაროვდება. განადგურებულ ნახატს ახალი სახელი უკვე დაარქვეს – „სიყვარული ნაგავსაყრელში“.

ექვს ოქტომბერს ბენქსის ნახატი „გოგონა ბუშტით“ გაყიდვის შემდეგ აუქციონზე „თვითგანადგურდა“. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნახატის განადგურებაში დამნაშავე თავად მხატვარი იყო.

ბენქსიმ თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თქვა, რომ ქაღალდის გამანადგურებელი აპარატი რამდენიმე წლის წინ თავად ჩაამაგრა ჩარჩოში და როგორც თვითონ ამბობს, ეს იმ შემთხვევისთვის გააკეთა, თუ ოდესმე ნამუშევარს აუქციონზე გაიტანდნენ.

„გოგონა ბუშტით“ ბენქსის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.